გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

თიანეთის ყოფილმა გამგებელმა ქუცნაშვილის რესტორანს ბიუჯეტიდან 13 ათასი გადაურიცხა

21-11-2017

თიანეთის ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებისთვის 2017 წელს დახარჯული 20 000 ლარიდან 70 %, - 13 000 ლარი ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ რესტორან „ერწოს იდილიას“ გადაურიცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ქუცნაშვილის და მისი მფარველების საბოტაჟის გამო, ჩაიშალა თიანეთის საკრებულოს სხდომა, რის გამოც მათ მიერვე წინასწარ შეჭმულ 2017 წლის ბიუჯეტში ვერ მოხერხდა ცვლილებების შეტანა.შედეგად, დავალიანების გამო, 20-21 ნოემბერს მოსალოდნელია მთელ რაიონში გარე განათების გათიშვა, ასევე, ვერ დავეხმარებით ავადმყოფებს, სოციალურად დაუცველებს და სხვა. სამაგიეროდ, თავისივე სმა-ჭამაში წინასწარ გადაიხადეს ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი, მათ შორის ქუცნაშვილის დუქანს 13 ათასი ლარი“, - წერს თამაზ მეჭიაური

თიანეთის მოქმედმა მერმა თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტიც გაასაჯაროვა, რომლითაც რესტორან „ერწოს იდილიას“ მხოლოდ ერთ დღეში - 2017 წლის 12 აგვისტოს, - 8205 ლარი გადაერიცხა



თიანეთის ყოფილმა გამგებელმალელა ქიტესაშვილმა „რუსთავი-2“-სდაუდასტურა, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები ბიუჯეტიდან მთლიანად იქნა გახარჯული. მისი განმარტებით, ეს თანხები დაიხარჯა უცხოელი და გავლენიანი სტუმრების მიღება-გამასპინძლებაზე. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, რესტორანი „ერწოს იდილია“ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში მდებარეობს. რესტორნის 70 % წილს საქართველოს პარლამენტის წევრიზაქარია ქუცნაშვილი ფლობს, დანარჩენი 30 % კი რევაზ ბოდაველისა და ელგუჯა ჩოლოგაურის მფლობელობაშია. ზაქარია ქუცნაშვილმა და მისმა პარტნიორებმა რესტორანი 2013 წლის ნოემბერში შეიძინეს. 



წყარო: reginfo.ge