პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს, ჩვენ ძმობის გამორჩეული, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და სათუთად ვუფრთხილდებით

27-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ თანამოქალაქეებს და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს ებრაელ ხალხთან მრავალსაუკუნოვანი გამორჩეული ძმობის ისტორიაზე და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს. ამ უძველესი ერისთვის ეს დღე არის თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში გამოვლენილი მათი სიმტკიცე და გამძლეობა თვალსაჩინო მაგალითია თავისუფლებისათვის მებრძოლი ერებისათვის და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

ჩვენ ებრაელ ხალხთან ძმობის გამორჩეული, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და სათუთად ვუფრთხილდებით. ვუერთდები მათ სიხარულს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.