გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ინფიცირების თავიდან ასაცილებლად 2000-ზე მეტი საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის წარმომადგენელთა ჯანმრთელობა ორ კვირაში ერთხელ კონტროლდება

28-03-2021

სკოლებში პედაგოგთა ტესტირება პროტოკოლით განსაზღვრულ ვადებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სწავლის განახლებიდან დღემდე, სასწავლო პროცესის პარალელურად, სკოლების წარმომადგენლები ტესტირებას გადიან, რაც თავად სკოლის ადმინისტრაციის პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოებას განაპირობებს.

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში რიგით მეოთხე ტესტირება ჩაატარეს. მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ჩატარებული სამი ტესტირებიდან, ვირუსი არავის გამოვლენია.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.