გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დაჭრილი და დაშავებული სამხედროები საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ

29-03-2021

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო არენა“ 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

საფეხბურთო თამაშს ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძეც დაესწრო, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სტამბოლში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ორი წლის შემდეგ ფეხზე გავლა პირველად შეძლო.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მინისტრმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაში 1:2 ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან სალონიკში, 31 მარტს გამართავს.