გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

29-03-2021

"ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა დაასრულონ .


„მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სიძულვილის. გვარამია არის ეტალონი სიძულვილის, სიბოროტის და ღვარძლის ნთხევის. დღეს გახდა მოსიყვარულე? რიტორიკა მათ უნდა შეცვალონ, მათ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხი დაიღალა უკვე და ხალხს აღარ აქვს ამის მოთმინების უნარი და არც სურვილი. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე - რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.