გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი:გვინდა, ეს პანდემია რაც შეიძლება მალე დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ და ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში

29-03-2021

"ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი - ნიღბის ტარება - უნდა დავიცვათ. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ნიღბის ტარება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის მესამე ტალღას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გახსნას.

„ჩვენ კოვიდ-პანდემიას და მიმდინარე დინამიკას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნას შევუწყვეთ ხელი და დავიწყეთ ეს პროცესი, რესტორნების გახსნა, ბიზნესის გახსნა,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google