გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: "ენგურჰესის" გარეშე ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა

29-03-2021

„ენგურჰესი ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტოსადგურია, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ენგურჰესის გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ენგურჰესის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის თევში დაიწყო - ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, ბოლო 20 წელია, ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია ენგურჰესზე არ განხორციელებულა - კერძოდ, დაახლოებით 50 მლნ ევროს ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისის დასაწყისში დასრულდება. მაისი არის წყალუხვობის პერიოდი და ენგურჰესის გამომუშავება ძალიან დიდი წვლილია საერთო ეროვნულ გამომუშავებაში და მოხმარებაში. მოგეხსენებათ, რომ ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ჩვენ წინა თაობებმა დაგვიტოვეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესი არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს მთელ ქვეყანას, რადგან ის სრულიად საქართველოს ემსახურება, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობას.

„ის ემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ავაშენოთ ახალი ჰიდროსადგურები, დაფუძნებული ადგილობრივ რესურსზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია , განვავითაროთ მცირე ენერგეტიკაც - ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ უნდა ავაშენოთ ენგურის მსგავსი მსხვილი, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები, მათ შორის, ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა. ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს არ ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება".