გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე

29-03-2021

"ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო.
ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - წერს კობახიძე.