გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ენერგეტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორი არჩევანი - ყოფილიყო პოსტსაბჭოთა ან ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი; ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ენერგოსისტემა

29-03-2021

ჩვენი ენერგეტიკის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორად ორი არჩევანი - სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად თუ გავმხდარიყავით ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი.

„მას შემდეგ ყველა ჩვენი პროექტი - დაწყებული შავ ზღვაზე არსებული გადამცემი კაბელით, დამთავრებული „ნამახვანი ჰესით" და ზოგადად ადგილობრივი ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, არის მთლიანი ევროპული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ეს არის ჩვენითვის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.