გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ის სიმდიდრე, რაც გვაქვს, არის წყალი და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება

29-03-2021

„ყველა ქვეყანა ცდილობს, განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსი. ჩვენ არ ვართ მდიდრები ნავთობითა და საკუთარი ბუნებრივი აირით. ის სიმდიდრე, რაც გვაქვს, არის წყალი და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

ჰესზე მიმდინარე სამუშაოების და თავად ენგურჰესის მნიშვნელობის კომენტირებისას მინისტრმა ზოგადად ქვეყნისთვის და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის მსხვილი ჰესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან ბევრ ევროპულ, მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს, საქართველოს მსგავსად, საკუთარი ჰიდრორესურსი გააჩნია და მას მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს.

„ეს ქვეყნებია - შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია... ესაა ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ ენერგეტიკას ჰიდროენერგეტიკაზე ამყარებს. რა თქმა უნდა, მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია, მწვანეა, დასაქმებას ქმნის, მაგრამ რაც შეეხება მსხვილ ჰიდროსადგურებს, დიდ, წყალსაცავიან, ე.წ. მარეგულირებელ ჰიდროსადგურებს - მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრებათ, რადგან ეს არის შესაძლებლობა, შევინახოთ ძვირფასი ენერგეტიკული რესურსი - წყალი და გამოვიმუშაოთ არა მაშინ, როდესაც ბუნება გვაძლევს ამის საშუალებას, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენს მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.