გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერიაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ თანამშრომლებს გააცნო დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქ ონში ირინე სხირტლაძისა და ახალშენის ქუჩების სახელდების შეცვლის და 31 მარტს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ - ეკომომიკურ მდგომარეობას, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა აქტულური საკითხები.

სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.