გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შემოსავლების სამსახურში ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29-03-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეხვედრა გამართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამასთან ცვლილების თანახმად, საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს, როგორც გაფორმებული, ასევე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები მერაბ არახამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ.