გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს სპეციალური სამედიცინო ინვენტარი გადაეცათ

30-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩიკვაიძის თხოვნით, ფონდმა „ფეა თრიიზ“, "Fair Trees Foundation", მერიას შშმ პირთათვის, ორ ეტაპად გადმოსცა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარი - სამედიცინო საწოლები, სამედიცინო გასაბერი ლეიბები, ვოლკერები (ჭოჭინა), ყავარჯნები.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ და მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურთან ერთად, სამედიცინო ინვენტარი გადასცა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს.

"მადლობას ვუხდით „Fair Trees Foundation”-ის ხელმძღვანელობას მარიანა ბოლსს, ჟანა ბაბუნაშვილს და ციცი ჯანგიძეს თანამშრომლობისთვის.

ონის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც გააგრძელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე" - განაცხადა მერმა.