გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის მინისტრმა „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა მოინახულა

30-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და გადაწყვეტილებით მახათას მთაზე დაწყებული „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად მახათას მთაზე იმყოფებოდა და ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე ბინათმშენებლობის სამუშაოებს პირადად გაეცნო.

ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით მახათას მთაზე ოფიცრებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. ამ ეტაპზე 31 კორპუსის საძირკველი უკვე ჩასხმულია, მიმდინარეობს სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი მიმდინარეობს ბლოკის წყების დალაგება და ბინების ერთმანეთისგან გამოსაყოფად დატიხვრა. დანარჩენ კორპუსებზე კი, მიმდინარეობს ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების სამუშაოები, ასევე „ჯარის ქალაქის“ გარე პერიმეტრის - შემოღობვაც. სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. ხოლო, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში აღნიშნული თანხის ნახევრის დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

სამხედროებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე, ითვალისწინებს ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.