გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შვეიცარიის მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამა დაიწყება

30-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პატრიკ ფრანცენს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პატრიკ ფრანცენმა შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც შვეიცარიის მთავრობის მიერ 2021 წლის ივლისში დამტკიცდება. პროგრამის განხორციელება 2022-2025 წლებშია დაგეგმილი და მისი წლიური ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ფერმერებისთვის, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას, ბიოწარმოების განვითარებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ყურადღება გამახვილდება სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერაზე, ასევე თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილების კუთხით.

შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი დანიელ მეული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თაგაური ესწრებოდნენ.