გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

Covid19-ის ვაქცინები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება

30-03-2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწიინააღმედო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ამიერიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები შეძლებენ ვაქცინაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარონ.

"ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა, ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა კი მოსახლეობას ამ რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს და თავიდან ააცილებს ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჩართვა ყველა იმ პროგრამასა თუ პროექტში, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს თავის მოქალაქეებს" - აცხადებს მინისტრი.