გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23-03-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე, სახელმწიფო სამსახური და სამხედრო ჰოსპიტალი შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

 

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა მოაწერეს.