გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რეგიონში არსებული საზაფხულო საძოვრების რაციონალურად განკარგვის თაობაზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

30-03-2021

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა რეგიონში არსებული საზაფხულო საძოვრების რაციონალურად განკარგვის თაობაზე.

მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (საძოვრების) ერთწლიანი იჯარით გაცემის საკითხი.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერები ად მერიის შესაბამისი თანამშრომლები, ფერმერთა ასოციაციისა და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ფერმერები.

მიმდინარე წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპილოტედ მოხდება, საზაფხულო საძოვრების სეზონურად გაიჯარების პრაქტიკის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობით დაინტერესებულ ფერმერთა საქმიანობასა და სახელმწიფო ქონების რაციონალურად განკარგვას.