გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30-03-2021

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდის, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მხარეებს შორის პარტნიორობის ეს ფორმატი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტარტაპების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის სტრატეგიის დანერგვის მიზნით თანამშრომლობას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ტრანსფერის მიმართულების განვითარებას.

ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომელთაც მემორანდუმის გაფორმების შემდგომ ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ლექცია მოისმინეს თემაზე „ინოვაციური იდეების მხარდაჭერა საქართველოში“. ავთანდილ კასრაძემ ახალგაზრდებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომლებსაც სააგენტო ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით სთავაზობს მოსახლეობას.