გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლადო კახაძე: მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა

30-03-2021

„კოვიდ პანდემიის ერთი ტალღა მეტნაკლები სიმძაფრით გავიარეთ, მეორე ტალღა ჩვენთვის ძალიან ძლიერი იყო. იყო საშიშროება სისტემის მდგრადობასთან დაკავშირებით, მაგრამ სისტემამ გაუძლო და ამ გამოწვევას სათანადო პასუხი გასცა. დღეს მესამე ტალღაზე ალაპარაკდა მსოფლიო. სამწუხაროდ, იკლო მოსახლეობის პასუხისმგებლობამ. ჩვენ კი ვირუსის თავისებურებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ის ელოდება თითოეული ჩვენთაგანის მოდუნებას, დროზე ადრე იმის რწმენას, რომ შეგვიძლია ამ პრობლემის დაძლევა. ზაფხულის სეზონი კი მოდის და უკვე ციფრი 673, რომელიც დღეს გაჟღერდა, მატების ისეთი ნიშანია, რომელიც ყურადღების გამახვილებას მოითხოვს ჩვენგან", - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვთხოვ მოსახლეობას, პირბადის გარეშე არ იყოთ არსად. ვიცი უხერხულობას გიქმნით, მაგრამ პირბადის გარეშე ნუ ივლით. ერთადერთი გზა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა არის ვაქცინაცია. ჩვენმა ხელისუფლებამ, არჩევანის შესაძლებლობა მივეცით საზოგადოებას, რამდენიმე ვაქცინა კიდევ გაჩნდება და ვთხოვ მოსახლეობას იაქტიურონ ამ მიმართულებით", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.