გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი

30-03-2021

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ჩვენს მიერ დაინიცირებული ცვლილებებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი საბოლოოდ ამ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანილი იქნება - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქართული ოცნების გუნდი, 2019 წლიდან მოყოლებული, თანმიმდევრულად ახორციელებს სასამართლო სისტემის რეფორმებს და ის პროგრესი, რომელიც არის სასამართლო სისტემაში არის შთამბეჭდავი, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მისივე თქმით, ამ რეფორმის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდა.

„ვენეციის კომისიისგან მივიღეთ რეკომენდაციები იმისათვის, რომ ეს პროცესი დამატებით კიდევ დახვეწილიყო და შედეგად, ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო დააზუსტებს რამდენიმე საკითხს იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომელიც ჩვენ 2019 წელს დავიწყეთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი შემდეგ საკვანძო საკითხებს ეხება: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სამართლოს მოსამართლეთა შერჩევის დროს კენჭისყრების ღიაობას, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია თუ საბჭოს რომელმა წევრმა კონკრეტულად რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი; სარეიტინგო სიის შექმნას, შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით პარლამენტს წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები; საბჭოს წევრების ვალდებულებას კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების თაობაზე; კანდიდატებისთვის მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრების უფლების მიცემას, ანუ შემოთავაზებული იქნება ორჯერ გასაჩივრების მექანიზმი.

„ჩვენს მიერ შემოთავაზებული და მიღებული ცვლილებებით, საბოლოოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულებული იქნება. ამას არასამთავრობო სექტორი მიესალმება და ეს ცვლილებები უზრუნველყოფს კიდევ მეტ გამჭვირვალობას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.