გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ ვითარებაში კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი

30-03-2021

„პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციისას. ნათია თურნავამ დღეს ბიზნესსექტორს 300-მდე სხვადასხვა საპრივატიზაციო ობიექტი წარუდგინა.

მინისტრის ინფორმაციით, აქედან 290 ობიექტის ნახვა დღეს დილიდან უკვე შესაძლებელია სააუქციონო გვერდებზე, დარჩენილი ობიექტები კი უახლოეს ორ კვირაში ასევე იქნება გამოტანილი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საუბარია ძალიან დივერსიფიცირებულ პაკეტზე - ეს არის 150-ზე მეტი სახელმწიფო ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თავისი შენობა-ნაგებობებით.

„პრივატიზაციის გამჭვირვალე პროცესმა, ელექტრონულმა აუქციონებმა დაიმკვიდრეს ძალიან დიდი ნდობა ბიზნესის მხრიდან და წლიდან წლამდე პრივატიზაციიდან შემოსული, ბიუჯეტში მობილიზებული თანხები იზრდება. ჩვენ სხვადასხვა დროს, გარდა რეგულარული პრივატიზაციისა, ბიზნესს ვთავაზობდით სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას - მაგალითად, თავის დროზე ეს იყო პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომელმაც კარგად იმუშავა, შემდგომ - „100 საპრივატიზებო შეთავაზება ბიზნესს", რომელმაც კარგი ინერცია მისცა პრივატიზაციას და პანდემიურ 2020 წელს ჩვენ შევძელით რეკორდული შემოსავალი - 130 მლნ ლარზე მეტი მიგვეღო ბიუჯეტში და ელექტრონული აუქციონების რეკორდული რაოდენობა ჩაგვეტარებინა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.