გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ბუნებრივი აირით ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა

23-03-2018

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა. ინტოქსიკაციის დიაგნოზით, სამი პაციენტი - 29 წლის ქალი და ორი მცირეწლოვანი:10 წლის გოგონა და და 8 წლის ბიჭი კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც „ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"