გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: 1991 წლის 31 მარტს, ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს

31-03-2021

"31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვრდზე წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ამ დღეს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა.

"ამ დღეს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა. მისი პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია. სწორედ ზვიად გამსახურდია იყო ამ ისტორიული დღის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი.

ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს", - განაცხადა პრემიერმა.