გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნათია თურნავა: აშშ - სა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს

31-03-2021

„აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ - სა და ევროკავშირის ინტერესშია, რათა საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც USAID - ის მისიის ხელმძღვანელთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, ჰიდრორესურსების უკეთ ათვისებას ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად გაკეთდა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან.

მინისტრის თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის განუყოფელი პრიორიტეტია.