გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: რადიკალიზმი ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ

31-03-2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ რადიკალური პოზიციები დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას აბრკოლებს.

მისივე თქმით საქართველომ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე უნდა იზრუნოს და ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

"გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე " - განაცხადა გიორგი გახარიამ.