ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ანრი ოხნაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ნატალია ვუტოვას შეხვდა

31-03-2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით კომიტეტის გეგმებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც კომიტეტს აქვს მართლმსაჯულების მიმართულებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებისა და სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის თვალსაზრისით.

ქალბატონმა ნატალია ვუტოვამ კომიტეტს სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. დავგეგმეთ ის სფეროები, სადაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. კერძოდ, ევროპის საბჭო მხარს დაგვიჭერს კომიტეტს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებაში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის პროცესში.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ასევე გავაცანი თუ როგორ არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული ჩვენს მიერ დაინიცირებულ პროექტში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას უკავშირდება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.