გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საბჭოთა ნანგრევები და გამქრალი ინდუსტრია ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

21-11-2017

საბჭოთა ხელისუფლების დაშლასთან ერთად, ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მსხვილი საწარმოები დაიხურა, გაიძაცვა შენობები და მოიშალა ინფრასტრუქტურა. შეწყდა ადგილობრივი წარმოება. 
დროთა განმავლობაში საწარმოების ნაწილი აღდგა, თუმცა, შეცვლილი ფუნქციებით და შემცირებული მასშტაბებით.

ფუნქციონირება შეწყვიტა კავკასიის რეგიონში უდიდესმა "ქუთაისის სავტომობილო ქარხანამ", რომელმაც არსებობის მანძილზე ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი გამოუშვა.

ქარხნისგან, რომლის წარსული დიდებაც მხოლოდ ქართული ფილმების კადრებში შემორჩა, თითქმის აღარაფერია დარჩენილი.

150 ათასი კვ.მ ფართის დიდი ნაწილი ახლა ჩინურ ინვესტიციას უკავია.


"ქუთაისის საავტომობილო ქარხნის" მთავარი შესასვლელი


ავტოქარხნის ყოფილი ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩინურ ინვესტიციას უკავია


 

ინფრასტრუქტურის ნაწილი კვლავ ამორტიზებული და უფუნქციოა





                  შპს "იბერიის" განადგურებული ქონება



აღარ არსებობს თავად "საავტომობილო ქარხნის" მშენებელიც. ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, რამდენიმე ასეულ კვ.მეტრზე შპს "იბერიის" მფლობელობაში არსებული ინფარსტრუქტურა მთლიანადაა განადურებული.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტოქარხნის მშენებლობაში კომპანია "იბერიას" მთავარი წვლილი მიუძღვის. მის მფლობელობაში იყო ქვის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა, ბეტონისა და რკინის ნაკეთობათა საწარმოები და ყველაზე ცნობილი მატარებლების ე.წ. დეპო. საავტომობილო ქარხნისგან განსხვავებით მას არ გაუმართლა და მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.

ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის შენობები ახლა დანგრეულია, ტერიტორია კი დაჭაობებული.


 

 

 "იბერიის" დაჭაობებული ტერიტორია

 

შენობები, სადაც მატარებლების ვაგონების შეკეთება ხდებოდა


 ტერიტორიაზე ორი სარკინიგზო ხაზი გადიოდა, რომელთაგან ახლა მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს


მატარებლის  გაუქმებული მოსაცდელი


წისქვილკომბინატი

ქუთაისის ორ უბანს -ავანგრადსა და პასელოკს შორის საქართველოში რიგით მეორე წისქილკომბინატი ფუნქციონირებდა, სადაც 1000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

საწარმოში ყოველდღიურად ხდებოდა ხორბლის დაფქვა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით გაგზავნა. ქუთაისის წისქვილკომბინატი ხორბლის ფქვილით მთელ დასავლეთ საქართველოს ამარაგებდა.

უდიდესი ინფრასტრუქტურისგან ახლა აღარაფერია დარჩენილი.

ადგილობრივთა თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში საწარმო გაიძარცვა. შენობებიდან ფანჯრებიც კი მოიპარეს.


  გაუქმებული წისქვილკომბინატი


 დაუსრულებელი შენობა წისქვილკომბინატის მიმდებარედ



 ამორტიზებული შენობების ნაწილში რამდენიმე მცირე საწარმო, მათ შორის ავეჯის ცეხი ფუნქციონირებს




                                                         
                                                       ქუთაისის  ყოფილი აეროპორტი


სამი ათეული წელია აღარ ფუნქციონირებს საკავშირო მნიშვნელობის აეროპორტი ავტოქარხნის დასახლებაში.

აეროპორტის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ამ აეროპორტიდან ყოველდღიურად 18 რეისი სრულდებოდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით. მეზობელი სახელმწიფოების დედაქალაქებში კი ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა.

ავტოქარხნის აეროპორტის 40 000 კვ.მ-ზე განთავსებული ინფრასტრუქტურა, ასაფრენ ზოლთან ერთად, სრულად არის მოშლილი.

ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რომელსაც მის ფუნქციურ დატვირთვასთან დაკავშირებით გეგმები ჯერჯერობით არ აქვს.


ბალახით დაფარული ასაფრენი ზოლი ქუთაისის ყოფილ აეროპორტში


 ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მოშლილი ინფრასტრუქტურა


 ქუთაისის ყოფილი აეროპორტის შესასვლელი


ქუთაისში არსებული მიტოვებული და ამორტიზებული შენობების ნაწილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხება, ქუთაისის მერიამ რამდენჯერმე გაიტანა აუქციონზე, თუმცა, მათი შეძენით ინვესტორები იშვიათად ინტერესდებიან.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"