გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას მიმართ სახელმწიფომ თავისი სამართლებრივი პოზიცია აჩვენა

31-03-2021

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი მაგრამ, მისივე თქმით მმართველი გუნდის სრული მზადყოფნის მიუხედავად დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა.

„ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას.

ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და "ქართულ ოცნებას" ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი.

"ქართული ოცნება" გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომლებიც ამ დოკუმენტში იყო მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოცემული რეკომენდაციებით განახორციელოს საქართველოს პარლამენტში. ნიკანორ მელიას მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული და არა მხოლოდ ნიკანორ მელია. გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.