გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრმა ივანე მაჭავარიანს და გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა

1-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა ყოფილ მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„მოგეხსენებათ, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ასევე ბატონი ვანო მაჭავარიანი გადადგნენ თანამდებობებიდან. ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.