გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში ახალი სასწავლო წლიდან პროფესიულ სტუდენტებს თანამედროვე კოლეჯი ექნებათ

1-04-2021

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

ახალ კოლეჯში სასწავლო სივრცეები და აუდიტორიები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება. ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება სწავლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, კორპუსის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ შვიდასი ათასი ლარია.

უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ მალხაზ თორიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რეგიონში პროფესიული განათლების უმსხვილესი პროვაიდერია, რომელიც ზუგდიდისა და სენაკის სასწავლო ბაზებს აერთიანებს. ორივე ბაზაზე 350-ზე მეტი სტუდენტი აგრარული, ჯანდაცვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, განათლებისა და სხვა მიმართულებების პროფესიებს ეუფლება. უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს დუალურ და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს.