გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პოლონეთი და ლიეტუვა ძალისხმევას მიმართავენ, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი

1-04-2021

პოლონეთი და ლიეტუვა ძალისხმევას მიმართავენ, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი - ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2021 წლის 26 მარტს პოლონეთის სეიმისა და სენატის და ლიეტუვას სეიმის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური კრების შემდეგ გაკეთდა.

ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა შეეცდებიან, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირთან ასოცირებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი და ევროკავშირში წევრობის შესახებ დაიწყონ მოლაპარაკებები.

განხცხადების მიხედვით, პოლონეთი და ლიეტუვა ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმატებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ევროპული რუსეთის მშენებლობაში, ნაცვლად, აგრესიული, მტრული, საერთაშორისო ვალდებულებების დამრღვევი და მუდმივად გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი რუსეთის ფედერაციისა.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ასამბლეის წევრების აზრით არ შეესაბამება ევროპის საბჭოს და ეუთოს წევრების ვალდებულებებს, როგორიცაა ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, რომლებიც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ჰელსინკში ხელმოწერილ დასკვნით აქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში.

განცხადებაში, აგრეთვე აღნიშნულია, რომ ასამბლეა მოუწოდებს პოლონეთისა და ლიეტუვას დელეგაციებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ითანამშრომლონ და მიიღონ საჭირო ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ნორმების, პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევის შეფასებისა და დაგმობის მიზნით.