გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხაელ გალერი ნიკა მელიაზე: პარლამენტის შტურმით აღება, პოლიტიკური აგრესიის გამოვლენა, სამაჯურის საჯაროდ მოხსნა, ვერ დამიჭერთ, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო

3-04-2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. კერძოდ, ბატონი ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი სამაჯურს ისევ გაიკეთებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხაელ გალერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იგი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებს ერთმანეთისგან განაცალკევებდა.

„რურუასა და მელიას საქმეებს მე ერთმანეთისგან განვაცალკევებდი. რურუა უკვე სასჯელს იხდის. ახლა უკვე საკითხი იმაზეა, ის უნდა შეიწყალონ თუ არა. მელიას შემთხვევაში საუბარია თანხის გადახდასა და მის ციხიდან გამოშვებაზე. თუ მელიას შემთხვევას შევხედავთ, ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, მან წვლილი შეიტანა მმართველი პარტიის პროვოცირებაში. პარლამენტის შტურმით აღება, პოლიტიკური აგრესიის გამოვლენა და მაგალითად ის, რომ მე სამაჯურს ვატარებ, მაგრამ საჯაროდ მოვიხსნი და თქვენ მე ვერ დამიჭერთ, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო“, - აღნიშნა გალერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიაღწიონ შეთანხმებას. კერძოდ, ნიკა მელია გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი სამაჯურს ისევ გაიკეთებს. „ეს არის ისეთი კომპრომისი, რომელზეც ორივე პარტია უნდა წავიდეს“, - განაცხადა გალერმა.