გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

3-04-2021

საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დარგვის აქციაში მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარე დარგეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს აქციებში საზოგადოების ჩართულობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფონდთან „გაამწვანე საქართველო“ ერთად არაერთი პროექტი განახორციელა. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

გამწვანების აქცია კომპანიის „საქართველოს ნერგები“ მხარდაჭერით გაიმართა.