გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

3-04-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა შემოქმედმა, კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა მთელი ცხოვრება ლიტერატურას მიუძღვნა და სიკეთეზე, კაცთმოყვარეობაზე, თავისუფლებისკენ სწრაფვასა და სამშობლოს სიყვარულის თემაზე არაერთი რომანი და მოთხრობა შექმნა. მისი შემოქმედება არა მარტო ქართული მწერლობის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურად იქცა. მწერლის მოთხრობები და რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები არაერთ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს დაედო საფუძვლად.

ყველასათვის საყვარელი მწერლის ნაწარმოებებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მან უნიკალური შემოქმედება დატოვა და გაამდიდრა ქართული კულტურა.

გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.