გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენით სამუშაოებში პროფესიული სტუდენტები მონაწილეობენ

3-04-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც დუალური პროგრამის სტუდენტებსა და მათ პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდა და პროგრამის შესახებ მათი შეფასებები მოისმინა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან ერთად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და WorldVision საქართველოს მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია დეკორატიული მებაღეობის დუალურ პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამის პროფესიული სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ბოტანიკური ბაღის აღდგენით სამუშაოებში. შესაბამისად, შეხვედრისას მხარეებმა პროგრამის ეფექტურობაზე ისაუბრეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც შედეგიანი იქნება როგორც უნივერსიტეტის, სტუდენტისა და ბოტანიკური ბაღისთვის, ისე ქალაქისთვის.

დეკორატიული მებაღეობის პროგრამის ფარგლებში, დუალური სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტები თეორიული სწავლების კურსს უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან, ხოლო პრაქტიკულ კომპონენტს ბაღში ეუფლებიან და უნიკალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენდა. პარკში ოთხმოცამდე სახეობის მცენარეა თავმოყრილი და ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბოტანიკურ კომპლექსს წარმოადგენს. ბაღი მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საფუძველზე, 2019 წელს გაიხსნა და მაშინვე დაიწყო უნივერსიტეტთან ერთად დუალური პროგრამების განხორციელება.