გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 415 აბი „სუბოქსინი“

4-04-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი.

პოლიციამ მეორე დაკავებულის - შ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 112 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.