გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნათია თურნავა: ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის", რაც ნიშნავს, რომ ყველა კვლევა ღიაა დაინტერესებული პირისთვის

4-04-2021

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, საჭიროებს მშვიდ და საქმიან გარემოს.

„ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის," რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება. ჩვენს გვსურს ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესი" საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს" - აღნიშნა მინისტრმა.