გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტირიფონის მაგისტრალურ არხს გაწმენდითი სამუშაოები უტარდება

5-04-2021

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამჯერად სარემონტო სამუშაოები შიდა ქართლში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე დასრულდა.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.