გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„Fitch"-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურამდე" გააუმჯობესა

5-04-2021

მიმდინარე წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch Ratings"-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუბჯობესა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა.

ლიბერთი ბანკის "სტაბილური" პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა.

Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე. ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge