გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა შეიმჩნევა

5-04-2021

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა უარესდება და უბრუნდება გასული ოქტომბრის თვის მაჩვენებლებს, რის გამოც, მისივე თქმით საჭიროა გამოვიყენოთ გამოცდილება და შემდეგი ეპიდსიტუაციის პრევენცია განვახორციელოთ.

"ბოლო 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა შეიმჩნევა. ამ დინამიკას ნახტომისებური სახე არ აქვს, ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი ნელ-ნელა იმატებს. ეს არის დაახლობით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გამოვიყენოთ ის გამოცდილება რაც გვქონდა და შემდეგი ეპიდსიტუაციის გაუარესების პრევენცია მოვახდინოთ“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.