გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამაზ მეჭიაური: თიანეთში უკვდავების წყალს გვასმევენ, თუ სულ უწყლო ყაურმას ვჭამთ?!

23-03-2018

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური  სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს.

„წყლის ტარიფი 1 სულზე(გაუმრიცხველიანებულ დასახლებებში)-

საგარეჯო-30 თეთრი,

ახმეტა-50 თეთრი,

დუშეთი-70 თეთრი,

ყაზბეგი-მოსახლეობა საერთოდ არ იხდის,

თიანეთი-2ლარი და 1თეთრი...

(გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის 2017წლის 29მარტის ბრძანება).

თიანეთში უკვდავების წყალს გვასმევენ, თუ სულ უწყლო ყაურმას ვჭამთ?!)

ახლანდელი დირექტორის განმარტებით, ეს ტარიფი დაწესდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით...ვერც ამის და ვერც მათგან პროტესტის დამადასტურებელი ვერაფერი მოვიძიე...

ტარიფის გადახედვის საკითხი დავაყენე შესაბამის ინსტანციებში... ჯერჯერობით, ვგრძნობ გუბერნატორის მხარდაჭერას...

იმედია, მალე საკითხი სამართლიანად, ანუ დადებითად გადაწყდება!

p.s. საინტერესოა, რატომ დუმს პაპაილა, ამაზე რატომ არ დაწერა საჩივრები? თვითონ ხომ არ აკონტროლებს შეგროვილ ფულს?“-წერს მეჭიაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.