გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე იძაბება და მესამე ტალღისკენ მიემართება

6-04-2021

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე იძაბება და მესამე ტალღისკენ მიემართება.

მისივე განცხადებით მესამე ტალღისგან თავის ასარიდებლად, საჭიროა რეკომენდაციები დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა გამკაცრებებზე იმსჯელებს.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში და უფრო და უფრო უარესდება. ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა. ბოლოს საღამოს 8 საათისთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 125 000 ტესტის ფონზე. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა მოვა ქვეყანაში. არ გვინდა ეს მოხდეს, ამიტომ ყველამ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რომ როგორმე მესამე ტალღას თავი ავარიდოთ. ყველა კლასტერები რაც გვაქვს, დაახლოებით ათამდე ქვეყანაში, ყველას წყარო დიდი თავშეყრები გახლავთ, არის ქორწილები, ქელეხები თუ სხვა თავშეყრები. ეპიდსიტუაცია თუ კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, მაშინ საკოორდინაციო საბჭო გამკაცრებებზე იმსჯელებს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.