გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში პანთეონი დაარსდება

23-03-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის სასაფლაოს პანთეონის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ლაივპრესი“ ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პანთეონი ჭითაწყარის მე-4 სასაფლაოს ნაწილზე, 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.

„ამით ჩვენი თანაქალაქელები პატივს მიაგებენ მის მიერ განვლილ ცხოვრებას, მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია წესი, რომელიც გადაგზავნილია სამართლებრივ ექსპერტიზაზე. ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ კრიტერიუმებზე, ვის შეიძლება ერგოს პატივად პანთეონში დაკრძალვა.“ - აღნიშნა მან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ანა წითლიძის თქმით, ეს საკითხი საზოგადოებაში ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს.

newposts