გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს

7-04-2021

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.

მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საგურამოს საჯარო სკოლაში რიგით მესამე ტესტირება ჩაატარეს. მანამდე ჩატარებული ორი ტესტირებიდან, ვირუსი არავის გამოვლენია.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.