8-04-2021
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
თბილისი – ბათუმი – თბილისი №808/805
გასვლა - თბილისი ჩასვლა - ბათუმი გამოსვლა - ბათუმი ჩამოსვლა - თბილისი
10:35 16:12 13:40 19:12
აქვე შეგახსენებთ კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:
- გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.
- ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
- მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
- პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
- საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.