გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ღიბრაძე: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები

8-04-2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა. მან რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში უარესდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მომავალში და მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემომყოფებს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ა.შ.", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.