8-04-2021
საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ამ ოჯახების დასახმარებლად.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“ - ნათქვამია განცხადებაში.