გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახური ღვინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ქართული კულტურის კვლევას მოხმარდება

23-03-2018

კახეთში დამზადებული "კვლევის ცენტრის ღვინის" გაყიდვიდან შეგროვებული თანხა ქართული კულტურის კვლევას მოხმარედება. 

ღვინო "საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" პროდუქტია, რომელიც წარმოებულია 2013 წლის მოსავლის, რქაწითლის ჯიშის ყურძნისგან. 
კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ ღვინო გაუფილტრავია და დავარგებულია ქვევრში, ტრადიციული კახური მეთოდით. მათივე ინფორმაციით, თეთრი, მშრალი ქვევრის ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით და გემოთი. "კვლევის ცენტრის" წევრებმა ღვინო 2016 წელს ჩამოასხეს. 
"კვლევის ცენტრის ღვინო" ქართული ღვინის ბაზარზე გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ქართული კულტურის სამეცნიერო კვლევას ემსახურება. ეტიკეტზეც განთავსებულია შემდეგი ტექსტი: "ქართული კულტურის კვლევისთვის! ყოველი გაყიდული ბოთლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქართული კულტურის სამეცნიერო კვლევას"- განუცხადეს knews.ge-ს ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრში".

knews.ge