10-04-2021
ფინანსთა სამინისტროს შენობაზე, 2021 წლის 10 აპრილს გლოვის ნიშნად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სახელმწიფო დროშები, ასევე, დაეშვა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სსიპ-ების ადმინისტრაციულ შენობებზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მომსახურების სერვისცენტრებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების შენობებზე.
2021 წლის 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის გამო, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.